ტელ: (032) 2 306 206

Apple-ს ახალი, მეხუთე თაობის iPod touch

2012-ipodtouch-product-initial

Apple-ის მეხუთე თაობის iPod touch-ს თითქმის ყველა ფუნქცია გააჩნია, რაც  iPhone 5-ს, გარდა ფიჭური მომსახურებისა და 8 მეგაპიქსელიანი კამერისა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც თითქოს ყოველწლიურად არამართებული ხდება.

იქ სადაც  iPhone ბობოქრობს, ასეთი მოწყობილობა თითქმის სულელურად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას, ფიჭური ზარების განხორციელების გარდა, იგივე მოქმედებების  შესრულება შეუძლია. თუმცა iPod touch-ის ქონას ჯერ კიდევ აქვს აზრი.

iPod touch-ი საკმაოდ კარგი მოწყობილობაა 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც გამუდმებით იპარავენ მშობლების iPhone-ს

არა, დასარეკად არა! 🙂

სათამაშოდ, ვიდეოების და კინოების საყურებლად, სურათების და ვიდეოების გადასაღებად ან ვებ გვერდებს ათვალიერებენ.

Apple-ის მეხუთე თაობის iPod touch სწორედ, რომ ბაზრის ახალგაზრდა სეგმეტზეა გათვლილი.



iPod touch-ი წინიდან, გაჭრილი ვაშლივით  გავს iPhone 5-ს. ეს ორი მოწყობილობა თითქმის ერთი და იგივე სიმაღლის და სისქისაა. თუმცა iPod ბევრად უფრო თხელია და უფრო მსუბუქი.

აგრეთვე ეს ორი მოწყობილობა ერთმანეთისგან განსხვავდება გვერდის და უკანა მხარის ფერებით და მასალით. iPhone-ს აქვს გამოკვეთილი კიდეები და ალუმინის უკანა ნაწილი (შავი ან  თეთრი), ხოლო მეხუთე თაობის iPod touch -ს მომრგვალებული კიდეები და ფერადი ალუმინის უკანა ნაწილი.

iPod touch ხასიათდება ზუსტად ანალოგიური 4 ინჩიანი (1136 X 640) Retina დისფლეით. ასე რომ  iPod touch -ს ყველაფერი ისეთივე კარგი აქვს, როგორც iPhone 5-ს.

 

iOS 6 -ის დაყენების შემდეგ iPod touch-ს ემატება ბევრი ისეთი მახასიათებელი, რომელიც  iPhone-ში გვხვდება.


 

Apple-მა ნამდვილად გაააუმჯობესა iPod touch-ის კამერა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუვარდება 8 მეგაპიქსელიან iPhone-ის კამერას. სენსორული 5 მეგაპიქსელიანი კამერა დღის განათებაზე საკმაოდ კარგ სურათებს იღებს, მაგრამ დაბალი განათების პირობებში წინააღმდეგობებს აწყდება. აგრეთვე მას შეუძლია პანორამის გადაღება, და საკმარისი განათების პირობებში  ხარისხი საკმაოდ კარგია.

iPod touch-ი აგრეთვე აღჭურვილია 1080p რეზოლუციის მქონე უკანა  და 720p რეზოლუციის წინა კამერით.

iPod touch-ი ნამდვილად საუკეთესო მოწყობილობა თამაშებისათვის. Retina ეკრანი იძლევა შესაძლებლობას მიიღოთ საოცარი გრაფიკული გამოსახულება.

iPod touch თავიდან ციფრული მუსიკის ფლეიერი იყო. მას ჯერ კიდევ აქვს ეს ფუნქცია და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ ამ სფეროში.

 

 

 

მეხუთე თაობის iPod touch -ი 32gb-იანი 299$ და 64gb-იანი 399$  ღირს.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206