ტელ: (032) 2 306 206

Apple-მა ახალი iPhone-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა

Screen_Shot_2012-09-04_at_9.04.10_AM_610x565

Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 12 სექტემბერს სან-ფრანცისკოში საზეიმოდ წარადგენენ iPhone-ის ახალ ვერსიას.

მოსაწვევი შედგება ტექსტისგან: It’s almost here („ის თითქმის აქაა“) და ციფრ „12“-სგან, რომელიც წარმოქმნის 5-ანის გამოსახულების მქონე ჩრდილს.

ასევე, გამოთქმული ვერსიის მიხედვით,  iPhone 5 , რომელსაც წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი ეკრანი და მეოთხე თაობის ტექნოლოგიებთან ექნება წვდომა, 21 სექტემბრიდან გამოვა გაყიდვაში.

პრეზენტაციაზე ასევე უნდა მოხდეს iOS 6-ის ოფიციალური გამოსვლა  და მისი ახალი სპეციფიკაციების მიმოხილვა.

პირველი iPhone 2007 წელს გამოვიდა და დღემდე უკვე 218 მილიონი ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206