ტელ: (032) 2 306 206

Facebook-ის აპლიკაცია, რომელმაც უფრო მეტი იცის შენზე

facebook-lists-640

ჩემი ფეისბუქის 123 მეგობრებიდან 50% დაქორწინებულია, 20.1% შეყვარებულია და 13 დანიშნულია.

ამ ინფორმაციისთვის დიდი მადლობა Wolfram Alpha-ს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდის შენი  და შენი ფეისბუქის გვერდის შესახებ.

შენ შგიძლია შეხვიდე Wolfram Alpha-ს საიტზე და საძიებელ გრაფაში  ჩაწერო  -“Facebook report”, დაეთანხმო აპლიკაციას და გაიგო უფრო დაწვრილებით დეტალები შენი Facebook-ის შესახებ.

მაგალითად: მე მყავს 10 David-ი ფეისბუქის მეგობრებიდან, 8 Chris -ი და ა.შ. Benton-თან მყავს 151 საერთო მეგობარი. ჩემი უხუცესი მეგობარი 74 წლის პროფესორია კოლეჯიდან, ხოლო ყველაზე პატარა მეგობარი კი 22 წლისაა, რომლის ძიძაც გახლდით რამოდენიმე წლის წინ.

Wolfram Alpha-მ იცის ყველაფერი ცოდნის დარგში და ამჟამად, მას ეცოდინება ასევე შენს შესახებ და პირად ანალიტიკურ ინფორმაციას მოგაწვდის. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. დროთა განმავლობაში ფეისბუქი გაზრდის თავის შესაძლებლობებს.

აპლიკაცია ასევე დეტალურად განახებთ ინფორმაციას თუ რა აპლიკაციებს იყენებთ სურათების ასატვირთად, ან რამდენ სიტყვიანია თქვენი ყველაზე დიდი კომენტარი. მაგალითად, ჩემი -9.47 სიტყვაა.

აპლიცაცია ასევე გაძლევს დეტალურ ინფორმაციას შენს შესახებ. მისი საშუალებით გავიგე, რომ დავიბადე შაბათს და ჩემი ამჟამინდელი ქალაქის მოსახლეობა ჩრდილო კაროლინაში 403,892 -ს შეადგენს.

“ჩემი აზრით ფეისბუქის მეშვეობით ინფორმაციის მიღება საკუთარ თავზე საკმაოდ მიმზიდველია. მე პირადად შემიძლია საათები დავუთმო და გავერთო ამით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფეისბუქის მომხმარებლელბს გახდნენ მეცნიერები მონაცემის ბაზის შექმნაში“ – განაცხადა Wolfram-მა.

იცოდით, რომ ფეისბუქს ასეთი ფუნქციაც ჰქონდა?  იცოდით, რომ ამდენი რამ იცის ფეისბუქმა თქვენს შესახებ?  გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

 

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206