ტელ: (032) 2 306 206

ფერმერი რობოტი

robot

ფერმერი რობოტი, რომელიც ადამიანის ფუნქციებს ასრულებს

ავსტრალიის ფერმებში უკვე დაწყებულია რობოტებით ადამიანების ჩანაცვლება. ამის ერთ-ერთი მაგალითია სიდნეის უნივერსიტეტში შექმნილი რობოტი, რომელიც ფერმერს სხვადასხვა საქმეში ეხმარება. რობოტი 2017 წლის შუა რიცხვებში იაპონიის ფერმებშიც გავრცელდება.

19_shrimp_cows

მას შეუძლია მოუაროს 20-დან 150-მდე ძროხას ან ნებისმიერ პირუტყვს. რობოტი აღჭურვილია უცხო ცხოველის ან ადამიანის დაფიქსირების ფუნქციით, და თუ რამე საეჭვო შეამჩნია განგაშს მაშინვე ატეხს. ამიტომ, მწყემსობა აღარ იქნება საჭირო, ფერმერს შეუძლია მშვიდად დატოვოს ცხოველები რობოტთან და თვითონ სხვა საქმით დაკავდეს.

farm-robot-720x720

გარდა მწყემსის ფუნქციისა, რობოტს შეუძლია სხვადასხვა მცენარის დათესვა და მათი წყლით მორწყვა. მეცნიერების თქმით, რობოტი ბევრი ფერმერის საუკეთესო მეგობარი გახდება, რადგან მას რამდენიმე საქმის კეთება ერთდროულად შეუძლია.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206