ტელ: (032) 2 306 206

ჩაგივარდათ მობილური წყალში?

some_rice

თუ თქვენი მობილური წყალში აღმოჩნდება აუცილებლად სწრაფად უნდა იმოქმედოთ. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას,თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ან პირიქით რა არ უნდა გააკეთოთ მსგავს სიტუაციაში.

 

 

როგორ უნდა მოიქცეთ:

1. სწრაფად ამოიღეთ წყლიდან მობილური აპარატი.

2. რომელიმე ღილაკს დააჭირეთ თითი რომ გაიგოთ რამდენად ფუნქციონირებს.

3. ნუ დაშლით ნაწილებად იმ მიზნით რომ გააშროთ, რადგან ამ შემთხვევაში
რისკი მობილური ტელეფონის დაზიანებისა დიდია. პირველ რიგში ამოიღეთ ბატარეა.

4. iPhone ან Nokia Lumia-ს მსგავსი ტელეფონების ფლობის დროს უმჯობესია კლავიატურის შემოწმებით შემოიფარგლოთ, რადგან ბატარეას ვერ მოხსნით.

5. ამოიღეთ SIM და SD ბარათები, რომ ჰაერმა იმოძრაოს.

6. პირსახოცით ფრთხილად გაამშრალეთ სველი ნაწილები.

7. გაშრობის შემთხვევაშიც ხშირად ნესტი მაინც რჩება ხელსაწყოზე, ამიტომაც უმჯობესია, თუ თქვენს მობილურ აპარატს ბრინჯით სავსე პატარა ჯამში მოათავსებთ, რადგან ბრინჯს თავისი ჰიდროსკოფული თვისებებით შეუძლია სინესტე გაიწოვოს. უფრო დიდი ეფექტისთვის კი, კარგი იქნება სილიკონის გელის პაკეტები, რომლებიც ძირითადად ფეხსაცმლის შეძენისას ყუთში გინახავთ. მაგრამ თუ არ მოგეპოვებათ ამ დროს ასეთი პაკეტები, ნუ იდარდებთ, ბრინჯიც შესანიშნავად შეასრულებს ნესტის გაქრობის მისიას. ჩადეთ მობილური ჯამში ისე რომ ბრინჯით ან სილიკონიანი ბურთულებით იფარებოდეს და გააჩერეთ 24 დან 48 საათამდე.

8. როდესაც დარწმუნდებით რომ გაშრა, ჩადეთ ბატარეა და შეამოწმეთ თუ მუშაობს.

 

რა არ უნდა გააკეთოთ თუ მობილური დაგისველდათ:

1. თმის ფენით არ უნდა გააშროთ და არც რაიმე გამათბობელი საშუალებით, რადგან სინესტე მაინც რჩება და მოწყობილობის გადახურებით უფრო მეტად დააზიანებთ.

2. ნუ ეცდებით ქაღალდით მის შიდა ნაწილების გაშრობას კბილსაჩიჩქნის დახმარებით, რადგან ამ დროს შეიძლება დაკაწროთ და დააზიანოთ.

3. ალბათ, ვინმეს მაინც გაუჩნდებოდა ის აზრი რომ ღუმელში ჩაედო გასაშრობად სველი მობილური ტელეფონი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ!

უფრთხილდით დაჟანგებას!
თუ თქვენი მობილური ტელეფონი გადაურჩა გაფუჭებას, გილოცავთ! მაგრამ გახსოვდეთ, რომ ომი ჯერ არ მოგიგიათ! მეტალი, რომელიც თქვენს ტელეფონშია სისველის დროს ჟანგს მოიკიდებს და დროთა განმავლობაში ის აუცილებლად დაიწყებს დაჟანგებას.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206