ტელ: (032) 2 306 206

უხმაურო მაღვიძარა

May_danh_thuc(3)

ალბათ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო ხმა დილის მაღვიძარას აქვს. ამ შემთხვევაში ბევრი ჩვენთაგანის სურვილია გამოვრთოთ მაღვიძარა და ტკბილად გავაგრძელოთ ძილი.

Vake-ის შემქმნელებმა კი გადაწყვიტეს, რომ გაღვიძების რიტუალი უკეთესობისკენ შეცვალონ და ახალი ხელსაწყო წარმოადგინეს.

Vake ეს არის ჭკვიანი მაღვიძარა, რომელიც საწოლთან მაგრდება და თქვენს პოზიციას აკონტროლებს. საჭირო დროს კი ის თქვენსკენ თბილ ნათებას და სსიამოვნო მელოდიას გამოუშვებს.

14_Wakē_Side_wide

 

შემქმნელების განცხადებით სპეციალური დიზაინის დახმარებით ნათება და მელოდია იმდენად ზუსტად იგზავნება რომ თქვენს პარტნიორს მშვიდად ძილში ხელს არ შეუშლის.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მასში არ არის ინტეგრირებული კამერა, შესაბამისად არ უნდა გეშინოდეთ, რომ ვიღაცა ხელსაწყოს  გატეხავს და კამერის დახმარებით თვალყურს გადევნებთ.

wake-bedroom-robot

მაღვიძარას გამორთვას ტელეფონზე დაყენებული სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ .

სწორედ მისი დახმარებით შეძლებთ დააყენოთ გაღვიძების დრო და არეგულიროთ მელოდია

 

 

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206