ტელ: (032) 2 306 206

კომპიუტერის “საწოლი”.

altwork_station_desk_chair_1-620x442

ამერიკულმა კომპანია Altwork-მა, 6000 დოლარიანი კომპიუტერის მაგიდა შექმნა.

მასთან მუშაობა მწოლიარე მდგომარეობაშიც შეგიძლიათ.

მაგიდის სახელწოდებაა Station-ი და ის გაყიდვაში 2016 წლიდან გამოჩნდება.

altwork-station

Station-ი თავის მხრივ წარმოადგენს სკამს, მაგიდას და მონიტორების სამაგრს, რომლის დახმარებითაც მფლობელი მისთვის სასურველ პოზიციას მოირგებს.

კონსტრუქციის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც კლასიკური მაგიდა, რომელთანაც ჩვეულებისამებრ მჯდომარე მდგომარეობაში იმუშავებთ, შემდეგ ერთი ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ წამოწვეთ და შეიცვალოთ მუშაობის რეჟიმი.

Screenshot+2015-10-27+17.25.56

ან თუნდაც მონიტორების სამაგრების დახმარებით შეგიძლიათ ფეხზე მდგომარემ შეასრულოთ ნებისმიერი ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციაში ჩამალულია ძლიერი მაგნიტები, რომელთა დახმარებითაც კლავიატურა და თაგვი ზედაპირიდან არასდროს არ ჩამოვარდება.

ასე რომ ინოვაციურ კომპიუტერის მაგიდას ნებისმიერი დეტალი გააჩნია, რომ მომხმარებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206